LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარდების რევოლუციის მოედანი 10 დღით საახალწლო ქალაქად გადაიქცევა (ფოტო)

486

საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარდების რევოლუციის მოედანი 10 დღით საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. სტუმრებს საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი გაიმართება. საახალწლო ქალაქში მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები პერფორმანსებს, მსვლელობებსა და კარნავალებს მოაწყობენ.

გარდა კულტურული ღონისძიებისა, საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით. ქალაქში დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე ყოველდღიურად გაიმართება მოციგურავეების შოუები და სპორტული შეჯიბრებები. მსურველებს საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ ქუჩის კალათბურთის მატჩებს, სხვადასხვა შოუს ბატუტზე და პარკურს. ქალაქის მცირეწლოვანი სტუმრებისთვის კონცერტებს „ბასტი-ბუბუსა“ და „ბზიკების“ სტუდიის ბავშვები გამართავენ. მოეწყობა თოჯინური თეატრების წარმოდგენები და ფოტო გადაღების კუთხეები. ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. საახალწლო ქალაქში დროში მოგზაური სანტა იცხოვრებს. მოეწყობა პლანეტარიუმი, სადაც პატარა გამომგონებლების ნამუშევრები გამოიფინება. 10 დღის განმავლობაში საახალწლო ქალაქი ყველა ასაკის სტუმარს უმასპინძლებს.

12376744_1225219684161296_8476464522364408187_n

12376112_1225219554161309_1589735704110781881_n

12321608_1225219667494631_672484133209661368_n

10489869_1225219580827973_4012235645079854353_n

10461961_1225219617494636_596240805230065956_n

10435137_1225219650827966_138361687341765032_n

1536531_1225219620827969_2407704299716636823_n

1915418_1225219610827970_8180430344389555285_n

1934420_1225221244161140_1616148779516451596_n

10300049_1225219540827977_4224961743436772852_n

10352785_1225219497494648_4739425318516822284_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g