რამდენიმე დღის წინ, დასავლეთ ჰოლივუდის პარკში „შიდსის მემორიალი“ აღმართეს. დემონსტრაციის მთავარი სპიკერი 63 წლის მსახიობი, შერონ სთოუნი გახლდათ, რომელმაც ღონისძიებაზე ემოციური სიტყვები წარმოთქვა.
„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა. მას მუქი ვარდისფერი, კლასიკური, სხეულზე მომდგარი კაბა ეცვა, რომელსაც ფორთოხლისფერი ფეხსაცმელი შეუხამა. მის „ლუქს“ კი იისფერი მზის სათვალე ასრულებდა.
მიუხედავად დახვეწილი იმიჯისა სთოუნმა არ ითაკილა და მემორიალის ფუნდამენტს საფუძველი თავად ჩაუყარა, მას ხელში ნიჩაბი ეჭირა.
„ბოლო პერიოდში შიდსით 44 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, დაინფიცირებულთა უმეტესი ნაწილი თინეიჯერები არიან. ახლა რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია მომენტია“, – განაცხადა სთოუნმა.





