LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარჯიში გონებას აახალგაზრდავებს

61

ის ვინც მუდმივად გაურბის სპორტული დარბაზის სტუმრობას და თავს არიდებს მორიგ ვარჯიშს, არა მარტო ზედმეტ კილოგრამებს იგროვებს, არამედ საკუთარ ჯანმრთელობას და გონებრივ აქტივობას უქმნის საფრთხეს.

თავის ტვინის ქერქი (ანუ რუხი ნივთიერება) პასუხს აგებს იმ ინფორმაციის გადამუშავებაზე, რომელსაც ადამიანი დღის განმავლობაში ღებულობს. ალცგეიმერის სინდრომის განვითარების და ასაკობრივი გონებრივი სისუსტის მთავარ მიზეზად კი, სწორედ თავის ტვინის ქერქის დაზიანება ითვლება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სპეციალური გამოკვლევა ჩაატარეს 40-დან 65 წლამდე მამაკაცებს შორის და აღმოაჩინეს, რომ მათი თავის ტვინი, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას, უფრო მეტ რუხ ნივთიერებას შეიცავს, ბევრად ჯანმრთელი და ახალგაზრდაა, ვიდრე მათი, ვინც ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. ასე რომ, თუ მუდმივად ფორმაში ყოფნა და ჯანმრთელი გონების შენარჩუნება გინდათ, გადაერთეთ ჯანსაღი ცხოვრების წესსზე და რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებთ ფიზიკურ ვარჯიშებს მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ საღ გონებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები