LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის ბაზრობის ხანძრისგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურება დაიწყო

89
xanzar varketil

ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ დაიწყო .

ამ დროისთვის „ირაოს“ მხრიდან ჯამურად 1.5 მილიონი ლარის ოდენობის თანხა ანაზღაურდება.

სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ ზარალის შეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების პროცესი „ირაოს“ წარმომადგენლების მიერ, ბაზრობის ადმინისტრაციასთან და მეიჯარეებთან თანამშრომლობით, ხანძრის გაჩენისთანავე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

„პროცესის შედეგად უკვე დადგინდა ინფორმაცია ობიექტებში ხანძრის შედეგად განადგურებული პროდუქციის ღირებულების შესახებ. ამ დროისთვის დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, უკვე დარეგულირდა 149 კომერციული ობიექტის ზარალი და 13 ივლისს, ანაზღაურების პირველ ეტაპზე, „ირაომ“ 97 მეწარმეს გადაურიცხა შესაბამისი კომპენსაცია, ჯამურად 299 395 ლარის ოდენობით.

ანაზღაურების შემდეგი ეტაპი დაახლოებით ერთი კვირის ვადაში იგეგმება. ანაზღაურების მეორე ეტაპზე 178 კომერციული ობიექტის შესაბამისი ზარალის ანაზღაურებას, 114 მეწარმე მიიღებს, ჯამურად 431 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, დარჩენილია ობიექტები, რომელთა ზარალის შეფასება კვლავ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გროვდება. „ირაოს“ მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს კომუნიკაცია დაზარალებულ მოიჯარეებთან. ვარკეთილის ბაზრობა სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ მიერ დაზღვეული იყო „მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ ფარგლებში“, – განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, კომპენსაციას ჯამში, დაახლოებით 315 მეწარმე, 465 კომერციულ ობიექტზე მიიღებს.

შეგახსენებთ, 15 ივნისს ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხური დაიწვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები