LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“12-წლიანი შრომა ერთ წამში მიწასთან გასწორდა”- ვარკეთილის ბაზრობა ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ

495
pjimage

სოციალურ ქსელში ვარკეთილის ბაზრობაზე დამწვარი ერთ-ერთი სასაწყობე ჯიხურის გვერდი “დაბადების დღის ნივთები” ბაზრობის ხანძრამდე და ხანძრის შემდგომ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

მორიგი მსხვერპლი: ვარკეთილის ბაზრობის ხანძარი და მისი წინამორბედები

“იყო და არა იყო რა!!
აი ასე, ჩვენი 12 წლიანი შრომა და ამდენი გარჯა ერთ წამში მიწასთან გასწორდა ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის დროს.  ჩვენი შრომა ფერფლად იქცა.
რა იყო და რა დარჩა დღეს მოგვეცა საშუალება გვენახა ეს ყველაფერი და ჩვენთვის ამ სურათის ნახვა ძალიან სტრესული აღმოჩნდა.
უფლის ნებითა და თქვენი გამხნევებით ისევ დავდგებით ფეხზე!!,”.

გადაწყდა, როგორ აუნაზღაურდებათ ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეებს ზარალი

 

შეგახსენებთ, 15 ივნისს ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად ბაზრობაზე არსებული 4 000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები დაიწვა. თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარის, გიორგი დოხტურიშვილის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიული სავაჭრო ფართი გამოეყოფათ და წლის ბოლომდე გადასახადისგან გაათავისუფლდებიან.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს.

ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს გამოუყოფენ და გადასახადისგან გაათავისუფლებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები