LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

195
xanzaari

ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია. ადგილზე მუშაობდა 25 სახანძრო ავტოსისტემა და სამაშველო ჯგუფები. მისი თქმით ხანზრის გავრცელების საფრთხე არ არის და არც დაშავებულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე ხანძარი ჯიხურებს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები