LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგები: ზარალის აღრიცხვა დღეიდან დაიწყება

500
BeFunky-collage (1)

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი იყო, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცეცხლის ჩაქრობას 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.იყო ხანძრის ბეზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მისი თავიდან აცილება მოხერხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1500 კვ.მ-დე ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და არ ფლობს ინფორმაციას პოლიციელის მსუბუქად დაშავების შესახებ, რის შესახებაც ცნობა მედიაში გავრცელდა.

ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგების აღრიცხვა დღეიდან დაიწყება. თბილისის მერია დაზარალებულებს გუშინვე შეხვდა და მათ დახმარებას დაჰპირდა. როგორც ადგილზე მისულმა თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა, ზარალს დაითვლიან და დაზარალებულებს ზარალს აუნაზღაურებენ.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები