LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება

200
83314481-593106681328416-1920344069419106227-n

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე 21-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ცეცხლის კერებთან ახლოს, რამდენიმე მეტრში ბენზინ-გასამართი სადგური მდებარეობს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

ადგილზე ასევე იმყოფებიან ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ტერიტორიაზე შესვლას და გადარჩენილი ნივთების გამოტანას, თუმცა, მათ ამის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ.

ამ დრომდე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები