LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნა არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი – დავით ნარმანია

108

თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნა არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი და გამოძიება მთელ ჯაჭვს უნდა გაჰყვეს, რომელიც პროექტირებიდან იწყება. დედაქალაქის მთავრობის ყოფილი მეთაური აღნიშნავს, რომ არსებობს მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ლაბორატორია, რომელსაც დასკვნის გაკეთება შეეძლო.

მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ არ დაიდო შესაბამისი დასკვნა, ყოფილი მერი სატრანსპორტო სამსახურის მისამართით სვამს.

„არ ვფიქრობ, რომ არსებითი პრობლემაა, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გადამოწმება ნამდვილად არ აწყენს. ამ ბოლო სამწუხარო ფაქტმა ეს გვიჩვენა. ამიტომ მოიგებს მუნიციპალიტეტიც და საზოგადოებაც, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე ჩვენ, ამ თვალსაზრისით, რეფორმები არ გავატარეთ. ჩვენ მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ლაბორატორიის რეფორმა ჩავატარეთ, რათა სხვადასხვა სახის პროექტზე ლაბორატორიული დასკვნა ყოფილიყო. თუ მანამდე ვთქვათ გზების ხარისხის შემოწმება არაგეგმური იყო, ჩვენ ყველა შესრულებულ სამუშაოზე ლაბორატორიულ დასკვნას ვითხოვდით. სამი თუ ოთხი შემთხვევა იყო, როდესაც ვერ დაკმაყოფილდა ხარისხი და თანხა არ ანაზღაურდა. სამწუხაროა, რომ ამ პროექტის შესრულებაში ტექნიკური ექსპერტიზა არ ჩატარდა,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g