ვარკეთილისა და ნაძალადევის რამდენიმე უბანს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სამგორის სათავე ნაგებობაში ტუმბო-აგრეგატზე და წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, დილიდან წყალმომარაგება შეუწყდება ვარკეთილის 3-ის III ა მ/რ-ს. როდის განახლდება წყალმომარაგება,ჯერჯერობით, უცნობია.
რაც შეეხება ნაძალადევს. ნიკო მარის ქუჩა N 79ა-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდებათ ნიკო მარის, სვანეთის და სანერგის ქუჩებს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს