LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

137
Police-line-don-t-cross-678x381

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

საგამოძიებო მოქმედბების შედეგად, 1975 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1958 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g