LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში ორ მოქალაქეს ხე დაეცა – დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

243
სასწრაფო

ძლიერმა ქარმა თბილისში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

ცოტა ხნის წინ, ორ მოქალაქეს ხე დაეცა.

შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.

როგორც “ფორტუნას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“დაშავებული ქალბატონები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი ბოკერიას კლინიკაში, მეორე კი ოპტიმა მედიშია გადაყვანილი”, – აცხადებენ სამედიცინო დახმარების ცენტრში.

როგორც ბოკერიას კლინიკაში განაცხადეს, კლინიკაში შეყვანილ ქალბატონს აქვს ბარძაყის მოტეხილობა და ის შეყვანილია საოპერაციოში. დაშავებული 40-წლამდე ასაკის არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები