LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – დაშავებულია ერთი ადამიანი

269
varketil

ვარკეთილში მეორე მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.

ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g