ვარკეთილში, პირველ მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულზე გაჩნდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბინაში ცეცხლი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.