LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში “საქართველოს ბანკი” დააყაჩაღეს

103

ვარკეთილში “საქართველოს ბანკი” დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკში ორი შეიარაღებული პირი, დაახლოებით, დილის 10:00 საათზე შეიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა თანხის წაღება შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g