LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიციამ გუმათში დაპირისპირებისას 2 ადამიანი დააკავა

91
BeFunky-collage-64-3-696x349

რიონის ხეობაში, სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს. რიონის ხეობის დამცველთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქტივისტების დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

“დააკავეს მიწოლის პროცესში, ჩვენ არ ვცდილობთ რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ მეორე მხარეზე გადასვლას მშვიდობიან ფორმებში”,-განაცხადა გოლეთიანმა.

სოფელ გუმათში,“ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

ადგილზე ვითარება ცოტა ხნის  დაძაბული იყო. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირზე ხელით აბრახუნებდნენ და  მის გარღვევას ცდილობდნენ. თუმცა, ამის შესაძლებლობა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. სწორედ, ამის შემდეგ დააკავეს ორი პირი.

დაპირისპირებამდე ცოტა ხნის ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც რიონის ხეობაში აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კანონით მინიჭებული უფლებით იმოქმდებდნენ.

შსს გუმათში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g