„თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა საკადრისი პასუხი, თუმცა სამწუხაროდ იქ არ ვიყავი როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე თბილისში ვიმყოფებოდი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა „იმედინიუსთან“ ინტერვიუში საუბრისას.
ბერდია სიჭინავა: „თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი“
„ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე.“
ვარლამ ლიპარტელიანი ინფორმაციას, თითქოს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას ისიც ადგილზე იმყოფებოდა, სპეკულაციას უწოდებს.
„რატომ გაჩნდა ჩემი სახელი წარმოდგენა არ მაქვს. ეგრე იმასაც ამბობდნენ „იმედი“ იტყუება, გახარიას არ დაუწყია ფიზიკური ძალადობა, თავს დაესხნენო. ფაქტია ბათუმში ბოლოს ჩვენი ნაკრების თამაში რომ იყო, მაშინ ვიყავი, იმის მერე არ ვყოფილვარ“, – აცხადებს ლიპარტელიანი „იმედინიუსთან“ საუბრისას.
გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“
ცნობისთვის, გუშინ, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.