კატარში საქართველოს ელჩად ვარლამ [ვაკო] ავალიანი კატარში დაინიშნება – აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებაში წერია.
ელჩის პოზიციაზე დასანიშნად ირაკლი კობახიძემ ვაკო ავალიანი მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ნოემბრიდან კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ვარლამ ავალიანის კანდიდატურა“ – წერია განკარგულებაში.
ცნობისათვის, ვაკო ავალიანმა „რუსთავი2″-ის და “პრაიმთაიმის“ ჰოლდინგის დირექტორის თანამდებობა 10 ივნისს დატოვა.
შეგახსენებთ, 2012 წლიდან 2014 წლამდე ვარლამ ავალიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიციას, 2014 წლის 13 თებერვლიდან კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
