ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, პოლონეთის დედაქალაქში, ფესტივალზე „Warsaw Night Market“ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ფესტივალს, რომელიც პოლონეთის ღვინის ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ტრადიციულად, ათასობით ღვინის მომხმარებელი, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

ცნობისთვის, პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
