ვარშავაში სიცილის იოგის უფასო კურსები გაიხსნა. გაკვეთილებზე დასწრება შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც სურს, რომ სტრესი შეამციროს და ცხოვრებით ტკბობა ისწავლოს.
სიცილის იოგა მონაწილეთაგან განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას ან აკრობატულ უნარებს არ საჭიროებს. გაკვეთილებზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სუნთქვის ვარჯიშებს და სიცილს.
კურსებზე მონაწილეები წარმოიდგენენ, რომ ასრულებენ ყოველდღიურ რუტინას, რომელიც როგორც წესი, სტრესს იწვევს. თუმცა, განსხვავება ის იქნება, რომ ეს ყველაფერი სიცილით უნდა აკეთონ. მაგალითად, იცინონ როცა ელექტროენერგიის გადასახადს იღებენ. სპეციალისტთა აზრით, ასეთი ვარჯიშები ტვინში ნეირონთა ახალი კავშირების წარმოქმნას უწყობს ხელს და სტრესთან გამკლავებაც უფრო ადვილი ხდება.