LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელებს მეტი სიცილისკენ მოუწოდეს, რათა კიდევ უფრო დიდხანს იცოცხლონ

131
_methode_times_prod_web_bin_d65faa64-d7c0-402e-9073-f4cd62a2ca1e

იაპონიის ერთ-ერთი პრეფექტურის, იაგამატის მთავრობამ მიიღო დადგენილება რომელიც ადგილობრივებს დღეში მინიმუმ ერთხელ სიცილისკენ მაინც მოუწოდებს. სიახლის შესახებ გამოცემა Asahi Shimbun-ი წერს.

უჩვეულო ინიციატივის მიზეზი ადგილობრივი უნივერსიტეტის კვლევა გახდა. საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა დაადგინეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიცილი და დადებითი ემოციები ჯანმრთელობისთვის. თურმე ხშირად სიცილს ნაადრევი სიკვდილის რისკის შემცირება შეუძლია.

დოკუმენტი ადგილობრივებს სიცილს არ ავალდებულეს და უბრალოდ რჩევის სახე აქვს, საბოლოო გადაწყვეტილება თითოეულმა იაპონელმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ პრეფექტურაში ყოველი თვის 8 რიცხვი სიცილის დღედ გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს რომ ადგილობრივმა კომპანიებმა „სიცილით სავსე სამუშაო გარემო“ უნდა შექმნან.

იაგამატის დადგენილება ნამდვილად უნიკალურია და ანალოგი არც ქვეყანაში და არც მის ფარგლებს არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები