ირლანდიელმა ხელოვანმა ფოტოპროექტი წარმოადგინა, რომელიც ცნობილი ადამიანების მულტიპლიკაციურ ორეულებს წარმოადგენს. ვარსკვლავები ვიზუალურად მასთან მიახლოებულ პერსონაჟთან „დააპირისპირეს“, შედეგი კი საკმაოდ სახალისო გამოვიდა.
მაგალითად, ფოტოხელოვანის აზრით, ედი მერფი „შრეკიდან“ ვირის, ტომ კრუზი – ალადინის, დემი მური – ესმერალდას, ხოლო ანჯელინა ჯოლი – „წყალქვეშა საძმოდან“ ლოლას მსგავსი მსგავსი აღმოჩნდა.












