პრემია „გრემის“ დაჯილდოების შემდეგ ტრადიციული საღამო გაიმართა, რომელიც ასევე სავსე იყო მკვეთრი მომენტებით, მაგალითად ლედი გაგამ ჯონ ტრავოლტასთან ერთად იცეკვა, კეტი პერის კაბამ კი, განსხვავებით ცერემონიის ჩაცმულობისგან, გარშემომყოფების აღფრთოვანება გამოიწვია.
ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟლ კლუბში საღამოს სტუმრები სრული შემადგენლობით გამოცხადდნენ, მათ შორის იყო წლევანდელი პრემიის მთავარი ტრიუმფატორი ადელი, ასევე რიანა, ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი, ჰაიდი კლუმი, რიტა ორა, The Weeknd და ა.შ.