გამოცემამ ET Online 2016 წელს წითელ ხალიჩაზე გამოსული საუკეთესო ვიზუალი გამოავლინა. სიაში 17 ჩაცმულობა მოხვდა.
რეიტინგში საპატიო ადგილი ბლეიკ ლაივილიმ დაიკავა, რომელიც ფილმ „Café Society”-ს პრემიერაზე Carolina Herrera-ს მინი-კაბაში გამოცხადდა.
გამოცემის ყურადღება მსახიობმა რეიჩელ მაკადამსმაც დაიმსახურა, რომელიც „დოქტორ სტრენჯის“ პრემიერაზე Elie Saab-ის გრძელ კაბაში გამოცხადდა.
„ოსკარის“ ყველაზე გემოვნებიან ქალად ჯენიფერ გარნერი დასახელდა, რომელსაც Atelier Versace-ს კაბა ეცვა.
„გრემის“ ცერემონიის ყველაზე კარგად ჩაცმულ ვარსკვლავად ტეილორ სვიფტი დასახელდა, რომელსაც ასევე Atelier Versace-ს ბრენდის კაბა ეცვა.
რაც შეეხება „ოქროს გლობუსს“, ცერემონიაზე ჯენიფერ ლოპესი Giambattista Valli-ს კაბაში ბრწყინავდა.
Met Gala-ს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კლერ დეინსი გახდა. Zac Posen-ის კაბა სიბნელეში ანათებდა.
ჟურნალ Glamour-ის მიერ ორგანიზებულ ცერემონიაზე „წლის ქალად“ დასახელებული გვენ სტეფანი Marchesa-ს პრინცესას კაბაში ბრწყინავდა.






