საინტერესო ფაქტია, რომ ვარსკვლავების შესახებ უამრავი ინფორმაცია გვაქვს, თვალს ვადევნებთ მუდმივად მათ კარიერულ წინსვლას, პირადი ცხოვრების დეტალებს, სამოსს, სამეგობრო წრეს, ტურნეებს, სხვა ქვეყნებში ვიზიტს… ყურადღების მიღმა კი, ხშირ შემთხვევაში, რჩება ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი „დეტალი“ – მათი დები, ან ძმები.
დაგ პიტი და ბრედ პიტი
დაგ პიტი ძმაზე 3 წლით უმცროსია და იგი საკუთარი საქველმოქმედო პროექტებით არის ცნობილი. დაგი წარმატებული ბიზნესმენი და ფილანტროპია, რომელიც, ამასთან, გაერო-ს კეთილი ნების ელჩია ტანზანიაში.
ანტონია კიდმანი და ნიკოლ კიდმანი
ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ ნიკოლ კიდმანს ასეთივე ლამაზი უმცროსი და ჰყავს, ანტონია, რომელიც ჟურნალისტი და ტელეწამყვანია ავსტრალიაში.
ჯეიმს ჰეივენი და ანჯელინა ჯოლი
ჯეიმს ჰეივენიც მსახიობობას გეგმავდა, თუმცა, წარმატებების მიუხედავად, მან კარიერა მიატოვა.
ალექს უოტსონი და ემა უოტსონი
ალექსი ემას ძალიან ჰგავს, მან მოდელის კარიერა არჩია.
ჰანტერ იოჰანსონი და სკარლეტ იოჰანსონი
იცოდით, რომ სკარლეტს ტყუპისცალი ძმა, ჰანტერი ჰყავდა? ისიც მსახიობია, თუმცა ბევრ პროექტში არ არის ჩართული. რამდენიმე წლის წინ მან სამსახიობო კარიერას პოლიტიკა არჩია და 2008 წელს წარმატებით იმუშავა ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაში.
ლი ენ დევეტი და ტომ კრუზი
ტომ კრუზის უფროსი და, ლი ენი ძმის გუნდში PR-ს ხელმძღვანელობდა. ოჯახისწევრების საქმიანი ურთიერთობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა და ახლა ტომი და ლი ენი ერთმანეთს მხოლოდ საიენტოლოგების ეკლესიაში ხვდებიან.
მონიკა კრუზი და პენელოპა კრუზი
მონიკა წარმატებული ესპანელი მსახიობი და მოცეკვავეა. დებმა ცოტა ხნის წინ სამოსის ხაზი შექმნეს.
ნატაშა ლოუ და ჯუდ ლოუ
ჯუდ ლოუს უფროსი და ცნობილი მხატვარი და გრაფიკული დიზაინერია.
მაიკლ კაჩერი და ეშტონ კაჩერი
ეშტონ კაჩერის ტყუპისცალ ძმას, მაიკლს ცერემბრალური დამბლა აქვს, მას ბავშვობაში გულის ტრანსპლანტაციაც დასჭირდა. ამჟამად, მაიკლი საადვოკატო ორგანიზაცია ’Reaching for the Stars’ სპიკერია.
ლინდა ლოპესი და ჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერის უმცროსი და, ლინდა ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტია