LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავებმა Spice Girls-ის ჰიტის ქავერი შეასრულეს (ვიდეო)

49

უახლოეს მომავალში, ლოს-ანჯელესში სატელევიზიო პრემია „ემის“ ნომინანტებს გამოავლენენ. სწორედ ამ მიზეზით, გამოცემამ W გასული ტელესეზონის ვარსკვლავებთან – ჯეიმს ფრანკოსთან, ნიკოლ კიდმანთან, ალექსანდრ სკარსგარდთან და სხვებთან ისაუბრა.

ცნობილმა ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო ექსპერიმენტში და Spice Girls-ის ჰიტის „Wannabe“ ქავერი შეასრულეს, ამასთან არა სიმღერით, არამედ ლექსის წაკითხვის სტილში.

ზემოთხსენებულების გარდა, ექსპერიმენტში მონაწილეობა მილი ბობ ბრაუნმა, მაიკლო ვენტიმილიამ, რიზ აჰმედმა და სხვებმა მიიღეს. განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩეოდა მილი ბობ ბრაუნი, რომელმაც მოგვიანებით აღიარა, რომ Spice Girls-ის დიდი ხნის თაყვანისმცემელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები