51 წლის პოპ-ვარსკვლავის, ჯენიფერ ლოპესის გარეგნობის შესახებ მუდამ საუბრობენ, მას ასაკი არ ეტყობა და რაც დრო გადის, უფროდაუფრო მიმზიდველი ხდება. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული და ბოტოქსის ინექციას რეგულარულად იკეთებს, თუმცა ამას არტისტი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მუდმივი სილამაზის წყარო ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კარგად შერჩეულ თავის მოვლის საშუალებებშია.
როგორც ცნობილია, არტისტს კოსმეტიკის საკუთარი ხაზი JLo Beauty აქვს. ახლახანს ჯეი ლომ „ინსტაგრამ“ გამომწერებს საინტერესო ვიდეო შესთავაზა, სადაც საზოგადოებას სახის კანის მოვლის რამდენიმე საფეხურს უზიარებს. მისი თქმით მისი კოსმეტიკა საიდუმლო იგრედიენტს შეიცავს, – ეს ზეთის ხილის ექსტრაქტია.