LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავური რომანები, რომლებიც სკოლიდან დაიწყო

310

გიყვარდეს ერთი ადამიანი მთელი ცხოვრება – არც ისე მარტივად შესასრულებელი ამოცანაა. განსაკუთრებით კი თუ ცნობილი ხართ და მილიონობით ადამიანი გეთაყვანებათ.

მაგრამ ვინც ამ სიაში მოხვდნენ, არ არიან მზად თავისი რჩეული სხვაზე გაცვალონ, რადგან ისინი ერთად იმ დროიდან არიან, სანამ ყველასთვის უცნობები და არც ისე პოპულარულები იყვნენ.

 

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

მას შემდეგ, რაც „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა ცოლად თავისი დიდი ხნის სიყვარული, პრისცილა ჩანი მოიყვანა, ბევრმა ვერ გაიგო, რატომ შეირთო მულტიმილიონერმა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გოგო, როდესაც მისი საკუთრება მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი ლამაზმანი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ურთიერთობის დაკანონებამდე, მათ ერთმანეთი 10 წლის წინ ჰარვარდში სწავლის დროს გაიცნეს.

 

ბონო და ელისონ ჰიუსონი

პლანეტის ერთ-ერმა ყველაზე წარმატებულმა როკერმა, ბონომ და მისმა მეუღლემ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს, როდესაც მუსიკოსი 15-ის, ხოლო მისი მომავალი მეორე ნახევარი – 14 წლის იყო. 1982 წელს წყვილმა იქორწინა და მას შემდეგ ჰოლივუდის ერთ-ერთ სამაგლითო ოჯახად ითვლება.

 

ჯონ ბონ ჯოვი და დოროთეა ჰარლი

სკოლის ყველაზე წარჩინებულმა გოგონამ ვერ შეძლო სიმპატიური ბიჭის ნების წინააღმდეგ წასვლა და საშუალო განათლების მიღების შემდეგ უკვე ერთად იყვნენ. სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს ჯონის მუსიკალური კარიერაც. ურთიერთობა მათ 1989 წელს დააკანონეს, ამჟამად კი ოთხ საერთო შვილს ზრდიან.

 

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი

პრინცმა მომავალი მეუღლე 2002 წელს, სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში გაიცნო. კეიტსა და პრინცს უამრავი სირთულის გადალახვა მოუწიათ, მათ შორის – პრესის გადამეტებული ყურადღების. 2011 წლის 29 აპრილს მათ გრანდიოზული სამეფო ქორწილი გადაიხადეს, ორი წლის შემდეგ კი ქვეყანას ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჯორჯი, კიდევ ორი წლის  მერე კი – პრინცესა შარლოტა მოევლინა.

 

სემიუელ ელ ჯექსონი და ლატანია რიჩარდსონი

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ორ მსახიობს თანაცხოვრება უჭირს. გამონაკლისი სწორედ ეს წყვილი აღმოჩნდა. მათ ერთმანეთი ახალგაზრდობაში გაიცნეს, როდესაც ორივე მათგანი ჰოლივუდის ოლიმპის დასაპყრობად ემზადებოდა. მოგვიანებით, ლატანიამ უარი თქვა კინოზე და მთელი თავისი დროს და ენერგია თეატრს მიუძღვნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები