LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: ჩვენი გზა არის ბრიუსელისკენ, პრორუსული „ქოცნების“ მოსკოვისკენ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, მათი რუსეთისკენ, ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, მათი ევრაზიული კავშირისკენ

48
Untitled design (3)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, რომელიც ბრიუსელში სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან და ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს, მიმართვას ავრცელებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრების მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესია.

მისივე განცხადებით, საქართველოს და ქართველ ხალხს უდიდესი მხარდაჭერა აქვს ევროპელი კოლეგების მხრიდან და სწორედ ამიტომ ყველა პროევროპელის გაერთიანებაა საჭირო, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს:

„უმაღლეს დონეზე ვმართავთ შეხვედრებს ბრიუსელში, ოთხი ქვეყნის პრემიერ მინისტრებთან: ჰოლანდია, ესტონეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტში სიდიდით მესამე გაერთიანების ,,ALDE”-ს წევრები და ასევე ლიდერები ყველა ქვეყნიდან.

შეხვედრებზე მთავარი საკითხი, იყო საქართველო, საქართველო და კიდევ ერთხელ საქართველო!

დიახ ჩვენ, პროევროპელი ოპოზიცია ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო შორდება ევროპულ პერსპექტივას, არანაირ რეფორმას არ აკეთებენ.

12 პუნქტი, რომელიც უმარტივესი შესასრულებელია არაფერს არ აკეთებენ ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ იმიტომ, რომ ჩვენი გზა არის ბრიუსელისკენ, პრორუსული „ქოცნების“ მოსკოვისკენ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, მათი გზა არის რუსეთისკენ, ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, ხოლო მათი ევრაზიული კავშირისკენ და თუ ჩვენ ერთად დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ერთადერთი გზა და გამოსავალი არის, პარტიული თუ არაპარტიული, ყველა პროევროპელის ერთად დადგომა და გაერთიანება, სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ ისტორიულ შანსს დავკარგავთ.

დღეს რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ გვაქვს, ამაში ერთადერთი დამნაშავე, არის პრორუსული „ქართული ოცნება“. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ეს ისტორიული შანსი გამოვიყენოთ, თუ ჩვენს ქვეყანას, ნორმალურ გზაზე დავაყენებთ. სამწუხაროდ პოლიტიკური ნება, რომელიც საჭიროა ამ უმარტივესი 12 პუნქტიანი რეფორმების შესასრულებლად, ,,ქართულ ოცნებაში” არ არის და ამას სრულიად ევროპული საზოგადოება ხვდება.

უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს, მაგრამ უდიდესი იმედგაცრუება იმაზე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს თავისი თავდასხმებით ევროპარლამენტარებზე, ევროპელებზე, ევროპელ პარტნიორებზე, ამერიკაზე, ელჩებზე და თავისი ასე რომ ვთქვათ ნეიტრალური, მხარდამჭერი, დამოკიდებულებით რუსეთთან მიმართებით.

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ამას ჩვენ ერთად აუცილებლად გავაკეთებთ. ერთად უნდა დავდგეთ, სხვა გზა არ არის. ჩვენი მიტაცებული სამშობლო, ჩვენვე უნდა დავიბრუნოთ უკან! საბოლოო ჯამში, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნულია გიორგი ვაშაძის მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები