LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: პარლამენტის “კლოუნადაში” მონაწილეობას არ მივიღებ

52
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, პროცესები, რომლებიც პარლამენტში მიმდინარეობს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოა.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ის არ აპირებს „კლოუნადაში მონაწილეობა მიიღოს“.

„ღიად და ცალსახად ვამბობ, არანაირ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ. ყველა პროცესი, რომელიც ახლა პარლამენტში მიდის, არის კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო პროცესი.

რომ გითხრან, საცირკო დადგმაში კლოუნის როლი მოირგოთ, მიიღებთ მონაწილეობას? მე კლოუნის როლის მორგებას არ ვაპირებ, „კლოუნადაში“ და ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ, მით უმეტეს, როცა ის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა.

7-8 ნოემბერს იქნება ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დოკუმენტი, სადაც ნახავთ, რა არის ჩვენი პარტნიორების პოზიცია. როცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ თურმე ევროკავშირის რეზოლუციებს ჩალის ფასი ჰქონია, ეს მიუთითებს, რომ ევროპას კი არა, რუსეთს ირჩევენ, რუსეთისთვის აქვს ჩალის ფასი“ – თქვა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის – შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ: გიორგი ვაშაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები