შეერთებული შტატების დედაქალაქს ქარბუქი დაატყდა თავს. თოვლის საფარის სიმაღლემ უკვე 30 სანტიმეტრს გადააჭარბა.
ბოლო დღეების განმავლობაში ვაშინგტონსა და მის შემოგარენში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.
რეგიონში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტში ასზე მეტი რეისი გადაიდო. ყინვის გამო, გზებზე შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილება კოლუმბიისა და მერილენდის შტატების ხელისუფლებამაც გაავრცელა.