LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“ – ამინდი უარესდება

1777
Untitled design (1)
გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები