LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამავალი ესტაკადის მშენებლობა გადაიდო

115

ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამავალი ესტაკადის მშენებლობა 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ამის შესახებ “ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ესტაკადის პროექტი უკვე შემუშავებულია, თუმცა როდის დაიწყება მისი მშენებლობა არ იციან.

ამ ესტაკადის მშენებლობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის 28 დეკემბერს დააანონსა და აღნიშნა, რომ ეს დედაქალაქისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა უნდა ყოფილიყო. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტიდან საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის, 2017 წელს 24 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

magti 5g