LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება – კახა კალაძე [ვიდეო]

488
38709938_1363428057093960_6045026994352029696_o-max-1000

“ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და დღეისთვის იქ არსებული საცობების პრობლემაც მოწესრიგდება,” – ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გამართული ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა.

„ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებული საცობების პრობლემა იქ მიმდინარე პანდუსის სამშენებლო სამუშაოებით არის გამოწვეული.  თბილისის მერია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს არის ვაშლიჯვრიდან გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ, გზის ეს მონაკვეთი საცობებისგან განიტვირთება,” – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე დედაქალაქის მერიის იმ ახალ საგზაო პროექტსაც შეეხო, რომელიც ვაშლიჯვრის გზას „112“-ის ოფისიდან გელოვანის გამზირთან დააკავშირებს, მისი განცხადებით, აღნიშნული მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/2112100349081117/?__xts__%5B0%5D=68.ARB62c7w4Y-Y80f2C_pX5sWBzWJ9ZXZK351cWBD4JHR57JLDaK7yIFQwKxLL30LZzi3jvvcZbbjGBZ6JE5BGViwTM1LGFK-ybSta2eypuMREhX_ymYHzI73fK0aU-iqE656SOn_BxCMD5SK6E1TSG0PGFF1TZ4hS5zzh5t7OJ1YVrlPseX-JKB9czwGniBdgiaEJNCZ0sYHRU5XYQKTtUf626WV_qfThQiXf4NunPww4-jLrbABjURBIfBhHhnkpuCTx5EiruuFwP09_g2ozBeDVPPGaiNUjkT4WcyhCOzc0jASQ39durYv44MxbQb_utCJD2ZE_0LO2HcW-8ZkuiQghOpbIhK1JEdQ&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g