განათლების სამინისტრო ვაშლის შესაძენად ტენდერს ამ კვირაში გამოაცხადებს – ამის შესახებ პროგრამის მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა განაცხადა. მისი თქმით, ტენდერში გათვალისწინებული პირობით, ვაშლის შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან მოხდება.
„ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ამ კვირაში ტენდერიც გამოცხადდება. ყველა სკოლისთვის მთლიან ტენდერს ვაცხადებთ. სკოლებს და ბუფეტებს ხარჯის გაწევა აღარ დასჭირდებათ, ყველაფერს ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს – სკოლებში გარეცხილ, გამშრალებულ, ყუთებში ჩალაგებულ ვაშლებს მიიტანს და ლარნაკებში ჩაალაგებს“ – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ მაია მუშკუდიანი.