LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასილ მაღლაფერიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

110

არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმდინარე შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის შესახებ მონაცემები წარმოადგინა,  რომლის მიხედვითაც, 2016 წლის დასაწყისში არხის წილი ბაზარზე 2.4% იყო, ხოლო 2017 წლის დასაწყისში 1.6%. მისი თქმით, არხი ყოველკვირეულად კარგავს მაყურებელს და საჭიროა ცვლილებები, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბაზრის 15% მაინც დაიკავოს.

“ჩვენ გვინდა ცვლილებები. ვფიქრობ, საზოგადოების დაკვეთაც ცვლილებებია, მაგრამ როგორც ეს ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებით ხდება, ბევრს არ სურს ცვლილებები”, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ. 

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქსიმალურად უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ინტერესებს. 

„არხს, რომელსაც 1.85%-იანი რეიტინგი აქვს, არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ან ოპოზიციას რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ექნება” – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, “მედიის განვითარების ფონდის” “ჯიპას”, “სტუდია მონიტორის”, “მედიაკლუბისა” და ევროსაბჭოს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს, მის მრჩევლებსა და არხის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებს ხვდებიან. 

შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g