LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვასილ სოფრომაძეს უნდა რცხვენოდეს მისი საქციელის“

225
57133736_426617338088816_2161067869348036608_n

თბილისის ვიცე-მერი ბიზნესმენ ვასილ სოფრომაძის ვიდეომიმართვას ეხმაურება. ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მას უნდა რცხვენოდეს თავისი საქციელის და განცხადების. ვიცე-მერი ამტკიცებს, რომ სოფრომაძეს თანამშრომლებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და „ფრესკოს“ ურჩევს, მისი პროექტის სხვა ხარვეზები გამოასწოროს.

მირჩიეს ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწა მეყიდა – სოფრომაძე თბილისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებს

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სოფრომაძე ამბობს, რომ ისეთი ხალხი, როგორიც მერიაში მუშაობს, საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს

„გუშინ კომენტარი ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ დრო დამჭირდა, გამერკვია ბრალდების შინაარსი. არქიტექტურის სამსახური გასცემს რეკომენდაციებს და მითითებებს. მითითება სავალდებულოა, რეკომენდაცია -არა. შეუძლია, რეკომენდაცია არ მიიღოს მხედველობაში, ჩააბაროს, აიღებს მშენებლობის ნებართვას და მერე მგონია, სინანულის გრძნობა გაუჩნდება, მაგრამ არ მგონია, ადამიანობა ეყოს და ეს საჯაროდ გამოხატოს“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი ამ თემაზე პოლიტიკოსების განცხადებებსაც გამოეხმაურა და გიგი უგულავას და ნიკა მელიას მიმართა: „ბატონო გიგი, თქვენ მერი ბრძანდებოდით, ბატონი ნიკა, თქვენ აპირებდით, ამიტომ ქალაქდაგეგმარებითი პროცესები უნდა იცოდეთ. მე შემიძლია მათ დრო გამოვუყო, შევხვდე, რა სიკეთეები კეთდება დედაქალაში, რა სიკეთეები ელოდება და როგორ ვუმკლავდებით მის მიერ გაჩენილ პრობლემებს, ზოგჯერ ვერ ვუმკლავდებით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g