LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, ვფიქრობ, ორბელიანების სასახლის ეზოში შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე, დღესაც იმავეს გავაკეთებდი“ – ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბერზე

136
გიორგი ჩახუნაშვილი

„[4 ოქტომბერს] ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე“,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი ჩახუნაშვილმა აღნიშნა, ის დღესაც იმავეს გააკეთებდა.

„კადრებში ჩანს, რომ მე სასახლის [პრეზიდენტის ადმინისტრაციის] ეზოში ვარ და ამას არც უარვყოფ. ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე. დღესაც იმავეს გავაკეთებდი, მაშინ არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ყველაფერი.

დიახ, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, ეს და სხვა ყველა მოქმედება, სამედიცინო მოქმედება იყო. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე სასიკეთოდ იყო გაკეთებული. იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა“, – თქვა გიორგი ჩახუნაშვილმა.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასთან ერთად ბრალდებულები არიან – გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, დავით ჟღენტი, კახაბერ მჟავანაძე, ალექსანდრე გოგოლაძე, დავით სტურუა, ევა შაშიაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, გენადი კელიხაშვილი, დათო ღურწკაია, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია და ია დარახველიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g