ვატო ყიფიანი განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. საქმე ეხება ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 18-109 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას (დაუმთავრებელ დანაშაულს) გულისხმობს.
ცნობისთვის, უკრაინამ ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევა.
შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. უწყების განმარტებით, ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ოფიცრებმა, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურთან ერთად, იძულებით დააბრუნეს „ავტორიტეტი“ მისი წარმომავლობის ქვეყანაში.