LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზილ ჰუდაკი: საქართველო უფრო ციფრული უნდა გახდეს, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე

96
ahbm7goj

ჩემს როლს იმაში ვხედავ, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც სხვა რესურსების მობილიზაცია მოხდება საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტს სარგებელს მოუტანს, – ამის შესახებ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალურმა მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის განვითარებისთვის აქტიურად იმუშავებს და იქვე დასძინა, რომ ქვეყნის განვითარებაში ყველა უნდა რესურსი იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც ჩაერთოს ამ პროცესში.

ჩვენ ვიცით, როგორ აღვადგინოთ ეკონომიკა ინვესტიციების გზით - პრემიერის მრჩეველი

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი"

„საქართველოს მიმართულებებია: უფრო ციფრული გახდეს, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, რომ საქართველო ამით კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც. სხვადასხვა გამოწვევა და საჭიროება შევისწავლე, სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, სხვა რესურსებიც იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც ჩაერთოს ამ პროცესში. სწორედ იმაში ვხედავ ჩემს როლს, დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც სხვა რესურსების მობილიზაცია მოხდება“, – განაცხადა ჰუდაკმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა. აღნიშნულ პოსტს ვაზილ ჰუდაკი დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g