LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაზის ჯიშები, ტრადიციები, ღვინის დეგუსტაცია და კერძთა შეხამება“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა

179
Untitled design (1)

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.

გიორგი დარციმელიას სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში მოეწყო.

ღონისძიებაზე პროფესიულ პროგრამასა და მარნის მასპინძლის, როგორც ახალი პროფესიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

აუდიტორიას სიტყვით მიმართეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ, ლიკა კილაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პროგრამის ოფიცერმა ნინო ყოჩიშვილმა.

„პროგრამა ბევრ სხვადასხვა პროფესიას აერთიანებს – ეს არის გიდისა და სომელიეს პროფესია. უნიკალური და განსხვავებული პროფესიაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველად შეიქმნა. ადამიანები, რომლებიც ამ კურსს გადიან და მომავალში გაივლიან, სწავლობენ კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელ სოციალურ, ეკონომიკურ მახასიათებლებს, ასევე სწავლობენ არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ვაზის ჯიშებს. ეს სახელმძღვანელო სწორედ ამ კურსის მხარდამჭერია“, – განაცხადა ლიკა კილაძემ.

 

 

წიგნის ავტორმა გიორგი დარციმელიამ სახელმძღვანელოს შინაარსსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სახელმძღვანელო მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა სახის ინფორმაციას. 

კერძოდ, რა ეცოდინება მარნის მასპინძელს:

◾ რეგიონი და მისი მთავარი ღირსშესანიშნაობები;

◾ მევენახეობა-მეღვინეობის ელემენტარული საფუძვლები;

◾ მარნის მოწყობა და ტრადიციები;

◾ მნიშვნელოვანი ქართული და უცხოური ვაზის ჯიშები;

◾ გიდის უნარებისა და ეთიკის საფუძვლები;

◾ ღვინის დეგუსტაცია, ღვინის სერვისი და კერძთა შეხამება.

ასევე, რა შეეძლება მარნის მასპინძელს:

◾ საწარმოს ტერიტორიაზე და მის ვენახებში ტურის ჩატარება;

◾ საწარმო ღვინოების დეგუსტაციების მოწყობა;

◾ საწარმოს ტურის მარშრუტის შედგენაში მონაწილეობა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო გამოფენა და „მარნის მასპინძლის“ პროფესიაზე შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენებაც.

 

 

ღონისძიებას ევროკავშირის, განათლების, კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროების, პარლამენტის ეკონომიკური და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, უნარების სააგენტოს, პროფესიული კოლეჯების, მედიის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინფორმაციით, პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები