ვაზისუბანში 92-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯერჯერობით უცნობია პედაგოგის დაინფიცირების წყარო და კონტაქტები.
რა მეთოდით გაგრძელდება სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 866-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 72-ს შეადგენს.