ავტოსაგზაო შემთხვევა ვაზისუბნის გზაზე- არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, ამის შემდეგ კი სამ მანქანას შეეჯახა.
შემთხვევა შანდორ პეტეფის ქუჩაზე მოხდა. ქალი ადილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.