LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვცდილობთ, მივცეთ საქართველოს ყველაფერი, რაც სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება: ბონი ჯენკინსი

36
ბონი ჯენკინსი

„ვცდილობთ, რომ მივცეთ საქართველოს ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება“, – ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბონი ჯენკინსი „არასწორს“ და „დეზინფორმაციას“ უწოდებს იმას, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს.

„იმის გათვალისწინებით, რა სიტუაციასთანაც გვიწევს გამკლავება, ვგულისხმობ, რუსეთ-უკრაინის ომს, რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გავაჟღერე [საქართველოში ვიზიტისას] ის იყო, რომ უკრაინის სუვერენიტეტისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა გრძელდება და ზუსტად ასევე ვართ ერთგულები საქართველოს სუვერენიტეტისადმიც.

ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც ასეთი უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს.

იმის გათვალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ…

არანაირი მცდელობა საქართველოს რაიმეში ჩათრევისა არ არსებობს. ვცდილობთ, რომ გავაღრმაოთ პროგრამები, თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ურთიერთობები და ასევე ვცდილობთ, რომ მივცეთ საქართველოს ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება“, – განაცხადა ჯენკინსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები