LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვდგავართ ერთ ადგილზე ან უკუსვლის რეჟიმში ვართ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე – კონსტანტინე გამსახურდია

291
BeFunky-collage (1)

“ნამდვილად საყურადღებო პოსტია. ჩვენი დღევანდელი სოციუმის რაღაცნაირი ანატომიაა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც ვდგავართ ერთ ადგილზე ან უკუსვლის რეჟიმში ვართ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში  გერმანიაში საქართველოს დესპანი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია წერს.

“რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ძალიან სუსტი და მცირერიცხოვანია რეალური სულიერი თუ მატერიალური ღირებულებების მწარმოებელი საშუალო ფენა. ის პოზიციონირებს იმ ორ კატეგორიას შორის, რომელიც პოსტშია ნახსენები. სხვათა შორის, უცხოეთში წასული ხალხის დიდი ნაწილიც ასევე საშუალო ფენაა, რომელიც წყალივით გვჭირდება, მაგრამ აქ რაიმეს გაკეთების შესაძლებლობას ვერ ხედავს, რის გამოც იძულებულია უცხოეთში შექმნას ყოფიერების სიკეთეები.

Nana Paliani წერს: “მდიდარ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს მზამზარეულად ეძლევათ ფუფუნება და წარ-მატება. ეს ძალიან პოპულარული სიტყვა “წარ- მატება” რას ნიშნავს? მეტობით მიიღო ის, რაც თვითონ არ მოუპოვებია. წარუმატეს.

კეთილდღეობა, რომელშიც ადამიანს თავად არ მიუღია მონაწილეობა მას აყალიბებს მომხმარებლად და უნივერსალურ მომხმარებლად. ეს იმას ნიშნავს რომ ის ახდენს ყველაფრის აბსორბირებას, რის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად ის ხდება მომხვეჭი,მტაცებელი.

ჩემს პოსტში მე ორივე მხარე განვიხილე და ის ფაქტობრივი უბედურება რაც დღეს ჭირს სჩვენს სოციუმს.

მეორე მხარე ისაა, რომ უქონელის და ღატაკ-უუფლებოს ოჯახიშვილი ასევე ვერ და არ მონაწილეობს ყოფიერების სიკეთეების შექმნაში. მას არ აღებინებენ მონაწილეობას! შესაბამისად ის იზრდება დაუკმაყოფილებელი, მშიერი და მისი შიმშილი, რომელიც გამოწვეულია ზედა ფენის გაუმაძღრობით, მასში ბადებს დამტაცებელს, ქურდბაცაცას.

მორალი: არც ერთი მხარის ოჯახიშვილები არ ღებულობენ მონაწილეობას კეთილდღეობის შექმნაში!
ერთს მზამზარეულად თავაზობენ უკვე ნაძარცვს, და ზრდიან მტაცებლად, მეორეს კი არ აკარებენ რესურსს რომლითაც შექმნიდა და მოიპოვებდა კეთილდღეობას.
შესაბამისად ქვეყანა იმყოფება მუდმივი დატაცება-მიტაცების, ძარცვის და გაქურდვის პირობებში.
ჩვენ ვცხოვრობთ სოციუმში, რომელიც გადავარდნილია “გარესკნელში”, ანუ მორალის მიღმა. და გვესმის კბილთა ღრჭენა.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g