LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვეცდები „იქს ფაქტორის“ კონკურსანტებს გული არ ვატკინო“

114

მომღერალი ლელა წურწუმია პერიოდულად ახალ გამოწვევებში ცდის საკუთარ თავს. ახლა კი ის მუსიკალურ პროექტ „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრია. ჟიურიში მან სოფო ნიჟარაძეს, სტეფანეს და გიორგი გაბუნიას უნდა გაუწიოს კონკურენცია. ამ სიახლის შესახებ ლელა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:

„იქს ფაქტორში“ სწორი, გამართული და ჯანსაღი დამოკიდებულებაა ყველაფრის მიმართ, ამ პროექტში მუშაობა ერთი სიამოვნებაა. როცა ასეთი კომფორტია, შედეგიც ბევრად უკეთესია ხოლმე“ – განაცხადა მომღერალმა. რაც შეეხება დანარჩენ მენტორებს, ლელა წურწუმია აცხადებს, რომ სოფოსთან, სტეფანესთან და გიორგისთან მუშაობა მისთვის სიამოვნებაა.

“წლებია ერთად მოვდივართ, ბევრი ღირებული რამ შევქმენით და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ დაბრუნდა პერიოდი, როცა ჩვენ ისევ აქტუალურები და აქტიურები ვართ – საკონცერტო მუშაობასა და ჩვენს შემოქმედებაზე მაქვს საუბარი. ჩვენი გუნდი „იქს ფაქტორში“ ძალიან ჰარმონიულია“ – განაცხადა ლელამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g