ესპანეთის ნაკრების მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა საქართველოსთან ჩანიშნულ დაპირისპირებასა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ქართველი მეკარის შესახებ დადებითად ილაპარაკა, თუმცა დასკვნის სახით თქვა, რომ მის კარში ესპანელები ბევრი გოლის გატანას აპირებენ.
,,ვფიქრობ, საქართველო რთული მეტოქე იქნება! ალბათ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრშეტევებით საფრთხეს შეგვიქმნიან. დიდი სიფრთხილე გვმართებს და პირველივე წუთიდან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ.
შესაძლოა, ხალხის აზრით ჩვენ ამ მატჩში ფავორიტები ვართ, თუმცა ესპანეთისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვცდილობთ, რომ კონცენტრაცია არცერთ შეხვედრაში არ დავკარგოთ!
კვარაცხელია უდავოდ განსაკუთრებული ფეხბურთელია! რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მის წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშეთ და ვიტყოდი, რომ სრულიად განსხვავებული მოთამაშეა. ძალიან სწრაფია და გამორჩეულია ერთი-ერთზე დაპირისპირებისას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერია და მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.
გიორგი მამარდაშვილი კარგი მეკარეა, ლა ლიგაში ძალიან კარგად თამაშობს და ახლა ფანტასტიკურ ჩემპიონატს ატარებს. ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თუმცა, ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ და მას კარგი დღე არ ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა – წლებია ამტკიცებს, რომ მაღალი დონის მეკარეა!“ – აღნიშნა ნაჩო ფერნანდესმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს 1/8-ფინალური დაპირისპირება 30 ივნისს გაიმართება.