ბაზარზე ქართული წარმოების ლუდი „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი შეფუთვით გამოვიდა. კერძოდ, საუბარია ბრენდ „ნატახტარზე“, რომელმაც სიამაყით წარმოადგინა „ვეფხისტყაოსნის“ სერია 4 განსხვავებული დიზაინით.
აღსანიშნავია, რომ ახალი სერიის შეფუთვა თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მაჭავარიანის, ხელით გაცოცხლებული „ვეფხისტყაოსნის“ სცენებითაა შემკული.
თანასწორობა, მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე – ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით გადმოცემულია 4 სხვადასხვა შეფუთვაზე, რომელიც უკვე გაყიდვაშია.
ცნობისთვის, „ნატახტარის“ ახალი სერია შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება.