LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი – რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს! ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა“ – ხვალ ქალების მარში გაიმართება

122
ქალების მარში

შაბათს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მარშს გამართავს.

„ქალები ვირჩევთ ევროპას” – მარში, ამ სახელწოდებით თბილისში 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან აქციით დასრულდება.

ახალგაზრდებმა პარლამენტთან მორიგი აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს

დემონსტრაციის შესახებ გავრცელებულ ქალთა მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია:

„რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს! ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია!

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან.

ასევე ნახეთ

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კანონპროექტის არსსა და მისი მიღებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე საუბრობს

ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ.

რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა!”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

კანონპროექტთან ერთად, ქალთა მოძრაობის პროტესტი გენდერული კვოტირების გაუქმებასაც შეეხება, როგორც მოძრაობა წერს, „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას, ისევე როგორც იქამდე გენდერული კვოტების გაუქმებას, ერთი მიზანი აქვს – ძალაუფლების შენარჩუნება“:

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

„რუსულ კანონს და გენდერული კვოტების გაუქმებას საერთო მიზანი აქვს – ძალაუფლების შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს. გენდერული კვოტის გაუქმებით პარლამენტმა უგულებელყო საქართველოს ამომრჩევლის 65%-ის აზრი, რომლებიც ემხრობოდნენ კვოტებს.

მოვუწოდებთ პარლამენტს, მოუსმინონ ქალების ხმას, გაითვალისწინოს პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები. არ გააუქმოთ გენდერული კვოტები! 20 აპრილს ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში გავმართავთ მარშს და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!” – ვკითხულობთ ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები