ველისციხის ინციდენტის დროს დაკავებული გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ორივე მათგანს ბრალდება ველისციხის ინციდენტის დროს შოთა დალაქიშვილის ცემას ედავება და მათი პატიმრობაში დატოვება ითხოვა. მოსამართლემ, დავით ნარიმანიშვილმა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ დაკავებულებისთვის 5000 ლარიანი გირაო შეფარდებოდათ, არ გაითვალისწინა. წინასასამართლო პროცესი 4 თებერვალს გაიმართება.
დღესვე იგეგმება დავით კირკიტაძესთან ერთად დაკავებული ვალერი მუსაევის სასამართლო პროცესი. ცნობილია, რომ დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს, რომელიც 16 დეკემბერს “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა, ბრალს დღეს წარუდგენენ.
მანამდე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ დავით კირკიტაძეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იყო.
